რესურსის რეფლექსია
რესურსი ვიქტორინა
განკუთვნილია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ ზმნას. ის გამოვიყენე მე-7
კლასში შესწავლილის განსამტკიცებლად და მე-11
კლასში - მასალის გასამეორებლად. რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მისი მოძიება
შეიძლება მისამართზე https://learningapps.org/display?v=pa4ozrr0t17
ზოგი მოსწავლისთვის
რთული იყო რესურს ვიქტორინას მიხედვით შესასრულებელი დავალება, ზოგისთვის - მარტივი,
თუმცა შედეგი მათი გაწეული მუშაობის შესაბამისი იყო.
მოსწავლეებმა შეკითხვაზე:
მოსწონდათ, თუ არა ელექტრონული რესურსი, მიპაუხეს, რომ უფრო ხალისით შეასრულესდავალება, ვიდრე ქაღალდზე დაწერილ
ტესტზე იმუშავებდნენ. რადგან ზოგადი ტენდენცია ასეთია, თანამედროვე მოსწავლეებს მოსწონთ
ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება, შევეცდები,
მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილო და ხშირად შევთავაზო ელექტრონული რესურსები.
რესურსისი რეფლექსია
ვაჟა-ფშაველას
,,მთის წყაროს“ შინაარსის უკეთ აღსაქმელად მე-6 კლასისთვის შევქმენი ელექტრონული რესურსი
რიგითობა, რომლის მისამართია https://learningapps.org/display?v=phb71faxc17
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რესურასი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის არის გამიზნული. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მოსწავლეებს საშინაო
დავალებად მიეცათ, რესურსის გამოყენებით, თანმიმდევრულად დაელაგებინათ ,,მთის წყაროს“
ეპიზოდები. მოძებნა რომ გაადვილებოდათ, ყველას სათითაოდ გავუგზავნე ლინკი.
რესურსზე მუშაობა იძლევა შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების
შესაძლებლობას. ეპიზოდის არასწორად შერჩევისას უჯრა ფერს არ იცვლის, ხოლო სწორად ჩასმის შემთხვევაში
- მწვანდება. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. ეპიზოდების თანმიმდევრული დალაგება
დაეხმარა მათ ტექსტის თხრობით შესწავლაშიც.
რადგან ბავშვებს
მოეწონათ, შევეცდები სამომავლოდ ხშირად შევთავაზო მსგავსი ტიპის რესურსები როგორც ლიტერატურის,
ასევე გრამატიკის შესწავლისათვის. შესაძლებელია ელექტრონული რესურსების საკლასო დავალებისთვის
მომზადებაც, რადგან მე-6 კლასელებს აქვთ საკუთარი
ბუკები, რომელთა გამოყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად აუცილებელია.
Комментариев нет:
Отправить комментарий