ჯვარის სათემო განათლების ცენტრში განვახორციელეთ ტრენინგ-პროგრამა პროექტის ,,გენდერი იწყება ჩემგან" ფარგლებში. ის დააფინანსა საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩომ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სახელობის ქალთა კლუბი. ტრენინგ-პროგრამამ შესაძლებლობა მომცა გამევლო ტრენერების ტრენინგი (TOT/training of trainers).
ტრენინგის გავლის შემდეგ კლუბის ლიდერებთან ერთად სხვადასხვა თემაზე ჩავატარე ტრენინგი. ერთ-ერთი გახლდათ ,,აღზრდის სტილი". ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ტრენინგი ჩაუტარდათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. მათ ტრენინგი დაეხმარა აღზრდის სტილთან დაკავშირებული პრობლემების გააზრებაში. ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ზუზუ". ფილმის ჩვენების შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია.

2015 წლის 28 ნოემბერი, ჯვარის სათემო განათლების ცენტრი.
პროექტის ,,გენდერი იწყება ჩემგან" ფარგლებში მოვაწყვეთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,კურდღელის" განხილვა. მონაწილეობდნენ ქ. ჯვარის N1, N2, N3 საჯარო სკოლების X, XI კლასების მოსწავლეები. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმარმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა, მერი გეთიამ ისაუბრა მოთხრობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ნაწარმოებში წამოჭრილ გენდერულ პრობლემებზეც.
Комментариев нет:
Отправить комментарий