Страницы

პატარა არქეოლოგები

მესამეკლასელებმა ისწავლეს ასომთავრული ანბანი. უკვე წერენ და კითხულობენ ამ ანბანით. გვქონდა შემაჯამებელი გაკვეთილი. ვიყავით არქეოლოგები. გავთხარეთ წინასწარ მონიშნული ადგილი. ვიპოვეთ პატარა კოლოფი, რომელშიც ჩვენი განძი იყო მოთავსებული. შემდეგ საკლასო ოთახში წავიკითხეთ ფურცლებზე თითო-თითო სიტყვად გადატანილი ილიას ლექსიდან ამონარიდი: ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?! აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!"
არქეოლოგიური გათხრის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაო მერვეკლასელმა ცოტნე ქარდავამ შეასრულა.













Комментариев нет:

Отправить комментарий