Страницы

გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები

9 ნოემბერი, 2019
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში პროექტის,,გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები" ჩავატარე ტრენინგი აღზრდის სტილზე
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ ინფორმაციას აღზრდის სტილის შესახებ,მოეხდინათ იდენთიფიცირება თავად რომელი სტილის აღმზრდელები იყვნენ,რომელი მიდგომა არის საუკეთესო ბავშვთან ურთიერთობისას.ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენები იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი"ზუზუ". ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მასში  წამოჭრილ საკითხებსა და აღზრდის პრობლემებზე.
ტრენინგის მეორე ნაწილი ითვალისწინებდა როლურ თამაშს.ჯგუფებს უნდა მოერგოთ ავტორიტარული,დემოკრატიული და ლიბერალური აღზრდის სტილი და წარმოედგინათ აუდიტორიის წინაშე. დავალებას ჯგუფებმა კარგად გაართვეს თავი.
ტრენინგი, ვფიქრობ,  საინტერესოდ წარიართა. ამის დასტური კი მონაწილეთა აქტიური ჩართულობა გახლდათ.







Комментариев нет:

Отправить комментарий