Страницы

გაკვეთილის გეგმა N3

გაკვეთილის გეგმა
თემა: ეკოსისტემის ერთიანობის განცდა ვაჟა-ფშაველას ,,მთის წყაროს  და ,,იას“ მიხედვით
ნინო გაბულდანი - წალენჯიხის რაიონის ჯვარის #2 საჯარო სკოლა
საგანი - ქართული ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი:   მე-6 კლასი.
ესგ-ს მისაღწევი მიზანი:
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
·         ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით;
·         საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან;
·         ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას.


ეკოლოგიური წიგნიერება.
გარემოსადმი მოსწავლეთა ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება გარემოს დაცვასა და აღდგენაში.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან ვაჟა-ფშაველას ,,ია“ და ,,მთის წყარო“
აქტივობა N1
მასწავლებელი გამოკითხავს მოსწავლეებს, რა იციან ეკოსისტემის ერთიანობის შესახებ. პასუხებს ჩამოწერს დაფაზე. (3წთ.)
აქტივობა N2                         
მინი ლექცია(5წთ.)
მასწავლებელი საუბრობს სამყაროს მთლიანობის პრინციპზე.
აქტივობა N3 (10 წთ.)
დავალება: მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ,,მთის წყაროს“ დასაწყისს და იმსჯელონ იმაზე, რისი განცდა აკლია ადამიანს და რატომ.
სავარაუდო პასუხი:  ადამიანს აკლია მადლიერების განცდა. ის მხოლოდ მიმღები და მომხმარებელია. არა აქვს ბუნების სიყვარული და მისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება.
დავალება: მიღებული პასუხის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რას ნატრობს ია და რას გამოხატავს ამით?
სავარაუდო პასუხი:  ია ნატრობს, იცოდეს გალობა, რომ ადიდოს შემოქმედი. ის ამით გამოხატავს მადლიერებას, რაც აკლია ადამიანს.
 დავალება:  აქვე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ,,ვეფხისტყაოსნის“  პირველი სტროფი, ასევე სამყაროს შექმნის ისტორია ,,ბიბლიიდან“ და  დაუკავშირონ ის ,,მთის წყაროს’’, რომ უკეთ დაინახონ ადამიანის საპირისპირო  ქცევა.
სავარაუდო პასუხი: ,,ვეფხისტყაოსანის“ პირველ სტროფში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა მრავალი ფერით შემკული სამყარო ადამიანებს უბოძა. ამ ინფორმაციის პირველწყარო კი ბიბლიაა, რომელშიც წერია, რომ ღმერთმა ადამს ჩააბარა თავისი ქმნილებები.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ტექსტს და იფიქრონ იმაზე, წყაროს მეგობრებიდან ერთიც რომ დააკლდეს, რა მოხდება?
სავარაუდო პასუხი: რომ არა ქორაფები და კლდე, შეიძლება წყარო დაშრეს. წყაროს გარეშეც ვერ გაძლებდნენ მცენარეები. (ქორაფები მზის სხივს არ ატარებენ წყარომდე, ფესვები კი წყაროს უბეში ჩაუწყვიათ) .
დავალება: როდის ჩნდება დისონანსი და ნეგატიური განცდები მოთხრობებში?
სავარაუდო პასუხი: დისონანსი და ნეგატიური განცდები მოთხრობრბში ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი გამოჩნდება. იგი ხშირ შემთხვევაში აფურთხებს მთის წყაროს, ია და სასუტელა კი  ბუნების ხელყოფის მომსწრენი ხდებიან.
აქტივობა N4 (15 წთ.)
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დაიყონ ორ ჯგუფად. მათ ევალებათ, შეავსონ კოგნიტური სქემა. სქემაში ერთმა ჯგუფმა უნდა ჩამოწეროს რა უხარიათ, სწყინთ და სტკივათ მთის წყაროსა და მის მეგობრებს. მეორემ კი იგივე ინსტრუქცია უნდა მიუსადაგო იასა და მის მეგობრებს. დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფები აწყობენ პრეზენტაციას.
სქემა
უხარია
სწყინს, აწუხებს, სტკივა




















აქტივობა N(8 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეო რგოლებსა და საპრეზენტაციო მასალას, რომელიც მომზადებულია ჯვარის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მიერ შექმნილი საიტიზე ,,დედამიწა ჩვენი სახლია“  გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით
 გარემოს დანაგვიანება  https://www.youtube.com/watch?v=x7aMEbeb63Q
 გარემოს დაცვა  https://www.youtube.com/watch?v=6DdWK3kCA8U
შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს ვიდეორგოლები და საპრეზენტაციო მასალა დაუკავშირონ მხატვრულ ტექსტებს ,,მთის წყაროსა“ და ,,იას“.
                                                                                                                             
აქტივობა N6 (5 წთ.)
სამყაროს მთლიანობის განცდისთვის მოსწავლეებს ვასმენინებთ ხალხურ სიმღერას
,,საბრალო დედაბრისასა“ https://www.youtube.com/watch?v=9oaAixjNMEE
აქტივობა N(10 წთ.)
მოსწავლეებს ევალებათ ეკოლოგიურ პრობლრმრბთან დაკავშირებით ,,აქციის“ მოწყობა.
აქტივობა N8 (5 წთ.)
შეფასება
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


 ფასდება აქტივობები

 დაბალი

 საშუალო

 მაღალი



 თემის გასაგებად წარმოდგენა

 ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, ამყარებს არგუმენტებით

 ინფორმაციის ფლობის უნარი

 ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს

ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

 კრიტერიუმები

 ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია

ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია

ჯგუფის მუშაობა წარმატებულია




 ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში


 ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში


 უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში


 ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში


 ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი


 კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს. არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს

გამოყენებული წყაროები:
1.    ვაჟა-ფშაველა - ია, მთის წყარო, ქართული ენა და ლიტერატურა, მე-6 კლასი, ავტორი ვახტანგ როდონაია, 2011წ., გვ. 209-215
2.      გარემოს დანაგვიანება  https://www.youtube.com/watch?v=x7aMEbeb63Q
3.       გარემოს დაცვა  https://www.youtube.com/watch?v=6DdWK3kCA8U
4.      დედამიწა ჩვენი სახლია https://www.facebook.com/profile.php?id=100016629006180&fref=ts


Комментариев нет:

Отправить комментарий