თემა:
მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი
ნინო გაბულდანი
- წალენჯიხის რაიონის ჯვარის #2 საჯარო სკოლა
საგანი
- ქართული ლიტერატურა
გაკვეთილის მიზანი:
ესგ. ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული
ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ერთი და იმავე თემების,
იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;
·
შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ
თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
მედიაწიგნიერება: მედიარესურსისების კრიტიკული ანალიზი და შეფასება, ბეჭდურ და მულტიმედია
რესურსებში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან განსახილველი მხატვრული
ტექსტები.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
აქტივობა N1
მასწავლებელი
მოსწავლეებს ეკითხება, რა იციან მსხვერპლშეწირვის შესახებ და პასუხებს ჩამოწერს დაფაზე.
აქტივობა N2
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეორგოლს:
,,რისთვის გვჭირდება მსხვერპლი“ რუსულ ენაზე
(зачем нам нужно
жертвоприношение https://www.youtube.com/watch?v=RPuY-akLUjU )და სათითაოდ ურიგებს
მათ თარგმნილ ტექსტს ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად. ავალებს ტექსტის ინდივიდუალურ წაკითხვას
ტექსტი: ,,რისთვის გვჭირდება მსხვერპლი“
წყალი, საჭმელი, საქონელი, ადამიანი,
- ყველაფერი ეს ჩვენი წინაპრების მიერ მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენებოდა. გვეუბნებიან, რომ მსხვერპლშეწირვა ძველი ადამიანის
საშინელი, სისხლიანი განსჯა იყო. ჩვენ ამისგან ძალიან შორს წავედით. ჩვეულებრივ მსხვერპლშეწირვა
ასე აიხსნება: ადამიანებს ეშინოდათ ბუნების და წყალობა რომ მიეღოთ გამოგონილი ღმერთებისგან, სწირავდნენ მათ
ყველაზე საუკეთესოს, რაც ჰქონდათ. ჩვენ, თანამედროვე ცივილურ ადამიანებს, არ გვჭირდება
ქონების ასეთი უაზრო დაკარგვა, მით უფრო -რიტუალური მკვლელობები.
ნუთუ მართლა ყველაფერი დამოკიდებული იყო არარეალურ
ღმერთებსა და უაზრო იმედზე?
რენე ჟერარს ამაზე თავისი პასუხი აქვს: ადამიანები ღმერთებისთვის კი არ
წირავენ, არამედ საკუთარი თავისთვის.
წარმოვიდგინოთ ადამიანთა ძველი საზოგადოება.
მას ჯერ კიდევ არა აქვს კანონმდებლობა, სახელმწიფო, რელიგია, ეკონომიკური სისტემა,
კულტურა, მაგრამ აქვს ის, რაც თუნდაც
ადამიანთა ასეთ დაჯგუფებას სერიოზულად
განასხვავებს ცხოველებისგან. ცხოველს არაფერი არ უნდა. ის ინსტინქტით
მოქმედებს. ადამიანს აქვს სურვილები, მაგრამ თავიდანვე ისინი არ არის მასში ჩადებული.
ადამიანმა ზუსტად არ იცის რა უნდა. ვეძებთ მაგალითს და გვსურს ის, რაც - სხვას. ამას
ჟერარი უწოდებს მიმიტიზმს, მიბაძვას. მიბაძვა აუცილებელია. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
რამის შესწავლა და საერთოდ ადამიანთა თანაცხოვრება, მაგრამ
ამით მივდივართ წინააღმდეგობამდე. წინააღმდეგობა ადამიანს არ აჩერებს მაშინაც
კი, როცა ის მკვლელობამდე მიდის. ასეთი ძალადობა შეიძლება იყოს მაშინ, როცა არ არსებობს
კულტურული შეზღუდვა, კანონები, ან არ არსებობს ძალა, რომელიც მას შეაჩერებს. მეტოქეობა
გრძელდება და ძლიერდება. გარშემო ყველას მოიცავს, ჩნდებიან ახალ-ახალი მონაწილეები.
ადრე თუ გვიან ვიღებთ სიტუაციას ,,ყველ ყველას წინააღმდეგ“.
ჟერარის თეორიის თანახმად, ასეთი
კრიზისი მიდის იქამდე, რომ ხდება ყველაზე საშინელი რამ, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ხსნის
შესაძლებლობაც. აგრესია ,,ყველა ყველას წინააღმდეგ’’ ერთისკენ მიიმართება. იმ ერთს
ერთობლივად კლავენ, ან მოიკვეთენ, რაც პრაქტიკულად
იგივე მკვლელობაა. ასე დგება მშვიდობა. იწყება
კათარზისი, რითაც ქრება კონფლიქტები, დაპირისპირება. ერთის მსხვერპლის გაღებით
უმრავლესობა აღწევს ერთობას, მაგრამ მშვიდობა არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. ახალი
კონფლიქტები მოიცავს საზოგადოებას, კვლავ იქმნება
კრიზისი. ამ დროს ადამიანები ინტუიციურად იმეორებენ იმავეს, რაც მოხდა ადრე.
წირავენ შემრიგებელ მსხვერპლს. ეს არის სწორედ მსხვერპლშეწირვა. ეს არის ძალადობა,
რომელიც ყველამ უნდა ჩაიდინოს, რათა ის უფრო დიდი ძალადობის ქაოსში არ გადაიზარდოს,
საიდანაც არ იქნება გამოსავალი. რომ შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა, რიტუალი კვლავდაკვლავ უნდა გამეორდეს. სამსხვერპლო
ადამიანი შეიძლება შეიცვალოს ცხოველით, მცენარით, ან რამე სიმბოლურით, მაგრამ აზრი იგივე რჩება: მსხვერპლშეწირვა არ სჭირდებათ
ღმერთებს, არამედ - ადამიანებს. ის იცავს მათ საკუთარი აგრესიისაგან. ადამიანები ინარჩუნებენ
ერთობას და დროებით მშვიდობას.
საიდან მოვიდნენ ღმერთები, რომელთაც
მსხვერპლს სწირავდნენ? ჟერარი გვიჩვენებს, რომ მსხვერპლს ძველი ადამიანისთვის ორმაგი
დატვირთვა ჰქონდა: მათ არ შეეძლოთ პასუხისმგებლობის აღება კრიზისისა და საკუთარი კონფლიქტების გამო და მთელ ცოდვებს გადააბრალებდნენ მსხვერპლს,
რომელიც სძულთ ადამიანებს, მაგრამ ამავე დროს ახსოვთ, რომ მისი განადგურებით დადგა მშვიდობა. ასე ხდება მსხვერპლი ერთდროულად,
როგორც დამანგრებელი, ასევე - მწყალობელი. მას კლავენ და ამავე დროს ხსნას სთხოვენ.
ეს მსხვერპლი არის ძველი რელიგიების ღმერთი.
ეს გაორება კარგად ჩანს ყველა მითში.
მაგალითად, დიონისე, ის არის შეშლილობის, ნგრევის და ამავე დროს ღვინის, მუსიკისა და მხიარულების ღვთაება.
ერთის შეცვლა მეორეთი არ არის ადვილი. კრიზისი იცვლება დღესასწაულით . დღესასწაული გადაიზრდება
ქაოსში. გვეჩვენება, რომ ეს წრებრუნვა
შეიძლება გაგრძელდეს სამუდამოდ, მაგრამ საბოლოოდ ესეც იცვლება. თანამედროვე
კულტურაში არ არის მსხვერპლშეწირვა ისე, როგორც ძველ რელიგიებში, მაგრამ არის ამ მოვლენის
მომცველი ბევრი კულტურული ფორმა. მათ აერთიანებს მასობრივი აგრესიის განცდა და მასობრივი
აღტკინება. მაგალითად, კორიდა, თეატრი, პოლიტიკური დემონსტრაცია, სპორტული შეჯიბრებები,
როკ კონცერტები, ეპიკური კინო.
მსხვერპლშეწირვა ნამდვილად არის სისხლიანი
და შემაშინებელი მოქმედება, რომელიც გვიცავდა რაღაც უფრო შემაშინებლისა და სისხლიანისაგან.
მსხვერპლშეწირვას ადამიანები მიმართავდნენ, როგორც ძალადობის პროფილაქტიკას. ძალადობის
დასწყისი გვიხსნის ველური ძალადობისაგან. თუმცა ეს უფროდაუფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძველი ადამიანების რიტუალური ძალადობა ბევრად უფრო მოკრძალებულია თავისი მასშტაბით,
ვიდრე თანამედროვე ძალადობა. თუმცა ძველმა კულტურებმა ათასწლეულებს გაუძლო. მე-20 საუკუნის
ტოტალიტარულმა რეჟიმებმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ მათ მხოლოდ რამდენიმე
ათეულ წელს გაუძლეს.
ძალადობა ეს არის კაცობრიობის ნარკოტიკი.
თუ ადრე საკმარისი იყო ცოტა რაოდენობით ინექცია, დღეს გვჭირდება ძალიან დიდი დოზა.
მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ იმაზე თუ დღეს
მშვიდობა და წონასწორობა რა საშუალებით ნარჩუნდბა.
აქტივობა
3. კლასი იყოფა სამ ჯგუფად და მუშაობს ტექსტის გასააზრებელ
სქემებზე. შემდეგ ევალებათ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.
ტექსტის გასააზრებელი
სქემები სავარაუდო პასუხებითურთ:
სქემა 1
დავალება: წაიკითხეთ ტექსტი
და ტექსტის მიხედვით
შეავსეთ ქვემოთ მოცემული კოგნიტური სქემა.
მოვლენა
|
მოვლენის მიზეზი
|
შედეგი
|
მსხვერპლშეწირვა
|
გაუცნობიერებელი შიში
|
წყალობის გამოთხოვა
|
სქემა 2
დავალება: ტექსტის
მიხედვით შეავსეთ ქვემოთ მოცემული დროის დიაგრამა .
როდის?
|
რა მოხდა?
|
რა აერთიანებთ მათ?
|
ძველად
|
სწირავდნენ ღმერთებს მცენარეს,
ცხოველს, წყალს, ადამიანს
|
მასობრივი აგრესიის განცდა და
აღტკინება.
|
ახლა
|
ჩაენაცვლა სხვადასხვა კულტურული ფორმა:
კორიდა, თეატრი, პოლიტიკური
დემონსტრაცია, სპორტული შეჯიბრებები,
როკ კონცერტები, ეპიკური კინო.
|
სქემა 3
დავალება: წაიკითხეთ ტექსტი
და მის მიხედვით
შეავსეთ ქვემოთ მოცემული
სქემა -
მოვლენათა ჯაჭვი:
მოვლენა #1
|
მოვლენა #2
|
მოვლენა #3
|
შედეგი
|
ადამიანმა ზუსტად არ იცის რა უნდა. ეძებს მაგალითს და სურს ის, რაც
- სხვას.
|
მივდივართ წინააღმდეგობამდე. წინააღმდეგობა ადამიანს არ აჩერებს მაშინაც
კი, როცა ის მკვლელობამდე მიდის.
|
აგრესია ,,ყველა ყველას წინააღმდეგ’’ ერთისკენ მიიმართება. იმ ერთს ერთობლივად კლავენ, ან მოიკვეთენ, რაც პრაქტიკულად იგივე
მკვლელობაა.
|
ასე დგება მშვიდობა. იწყება კათარზისი, რითაც ქრება კონფლიქტები, დაპირისპირება.
ერთის მსხვერპლის გაღებით უმრავლესობა აღწევს ერთობას, მაგრამ მშვიდობა არ შეიძლება
დიდ ხანს გაგრძელდეს. ახალი კონფლიქტები მოიცავს საზოგადოებას, კვლავ იქმნება კრიზისი. ამ დროს ადამიანები ინტუიციურად იმეორებენ
იმავეს, რაც მოხდა ადრე. წირავენ შემრიგებელ მსხვერპლს.
|
გრძელდება ჯგუფური
მუშაობა.
სქემა 1.
დავალება: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კოგნიტური სქემის
შევსებას ვაჟა-ფშაველას პოემა ,,ალუდა ქეთელაურისა“
და ოთარ ჭილაძის ლექსის ,,ადამიანი გაზეთის
სვეტში“ მიხედვით.
ტექსტები
|
მოვლენა
|
მოვლენის
მიზეზი
|
შედეგი
|
,,ალუდა ქეთელაური“
|
ქისტებისა და
ხევსურების დაპირისპირება
|
რელიგიური
განსხვავებულობა
|
ალუდას
ფერიცვალება და ამბოხი
|
,,ადამიანი
გაზეთის სვეტში“
|
ამერიკელი
ჯარისკაცებისა და პანამელი პატრიოტების დაპირისპირება
|
ძლიერნი
ძალადობენ სუსტებზე, რომელთაც სამშობლო უყვართ
|
კრუს
ხიმენესის ფერიცვალება და მსხვეპლშეწირვა.
|
სქემა 2.
დავალება: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს მხატვრული ტექსტების მიხედვით შეავსონ ქვემოთ მოცემული დროის
დიაგრამა .
როდის?
|
რა მოხდა?
|
რა აერთიანებთ მათ?
|
პოემა ,,ალუდა ქეთელაურის’’ დაწერის დრო მე-19 საუკუნე
|
თემის წიაღში წარმოიშვა კონფლიქტი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის
|
ალუდა და კრუს ხიმენესი მსხვერპლად შეწირულები არიან
|
ლექსის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“ დაწერის დრო მე-20 საუკუნე
|
ამერიკელი ჯარისკაცები ებრძვიან
პატრიოტ პანამელებს. ბრძოლაში ჩართვაზე უარს ამბობს ამერიკელი ჯარისკაცი კრუს
ხიმენესი.
|
სქემა 3
დავალება: მასწავლებელი
მოსწავლეებს ავალებს მხატვრული ტექსტების მიხედვით
შეავსონ ქვემოთ მოცემული
სქემა
მოვლენათა ჯაჭვი:
ტექსტები
|
მოვლენა #1
|
მოვლენა #2
|
მოვლენა #3
|
მოვლენა #4
|
შედეგი
|
,,ალუდა ქეთელაური“
|
ქისტებს უპირისპირდება ალუდა
|
ორთაბრძოლის დროს იწყება პიროვნების დაბადება
|
ჭეშმარიტების საკუთარ თავში დამნახავი ალუდა ცდილობს, სხებიც აზიაროს
მას. იწყება ამბოხი
|
ერთადერთი
მინდია ხვდება ალუდას სიმართლეს.
|
მსხვერპლად შეწირული
ალუდა
|
ადამიანი გაზეთის სვეტში“
|
კრუს ხიმენესი უარს ამბობს პანამელ პატრიოტებთან დაპირისპირებაზე.
|
პანამელ პატრიოტებთან დაპირისპირებაზე უარის თქმით იწყება კრუს ხიმენესის
ფერიცვალება.
|
კრუს ხიმენესი გაღებული მსხვერპლით ცდილობს გახდეს ხიდი ,,დამსჯელებსა
და დასასჯელებს შორის გადებული“
|
ტექსტი
საყოველთაო კათარზისის მოწოდებით მთავრდება
|
მსხვერპლად
შეწირული კრუს ხიმენესი
|
აქტივობა 4.
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ოთარ ჭილაძის ლექსის ,,ადამიანი
გაზეთის სვეტში ფინალს (https://www.youtube.com/watch?v=jJ4CbuZsaZk ზინაიდა კვერენჩხილაძე) შემდეგ აწვდის მათ ლექსის
დაბოლოების ორ ვარიანტს და ავალებს კოგნიტური სქემის საშუალებით შეაფასონ.
ა) "კვლავ მავთულებზე დასხდნენ ჩიტები,ველზე დაეშვა საღამოს
ბინდი,არხში თანდათან გამუქდა წყალი,გაქრნენ პალმები და ამწეები,ხოლო ბრჭყვიალა
ავტომატებმა კვლავ ხალხს მიაპყრეს მკაცრი თვალები,ხალხმა კი მაღლა ასწია მაინც
ამაყი თავი და პლაკატები."
ბ) ,,ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც. და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში.“
ბ) ,,ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც. და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში.“
მოვლენა
|
მოვლენის მიზეზი
|
შედეგი
|
ა) მსხვერპლშეწირვა
|
ა) კრუს ხიმენესი
უარს ამბობს საყოველთაო ძალადობაში მონაწილეობის მიღებაზე ,,მსხვერპლის გაუქმების" მიზნით.
|
ა) ძლიერდებიან
პანამელი პატრიოტები.
|
ბ) მსხვერპლშეწირვა
|
ბ)კრუს ხიმენესი
უარს ამბობს საყოველთაო ძალადობაში მონაწილეობის მიღებაზე ,,მსხვერპლის გაუქმების'' მიზნით.
|
ბ) კრუს ხიმენესის
მსხვერპლშეწირვით იწყება საყოველთაო კათარზისი.
|
აქტივობა 5. მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ამონარიდს სტატიებიდან და უსვამს შეკითხვებს:
კრუს
ხიმენესმა ალუდა ქეთელაური გამახსენა. ამ ორ პერსონაჟს შორის მსგავსება დიდია, თუმცა განსხვავებაც
არის – ალუდა კლავს მტერს და ამის შემდეგ იბადება ახალ ადამიანად, ხოლო ხიმენესი ნაბიჯის გადადგმამდე
ხვდება ამ ნაბიჯის უსამართლობას.
ვინმეს იქნებ პათეტიკურიც
მოეჩვენოს, მე კი ძალიან ამაღელვებელი
მგონია ორივე პოემის ის ნაწილი, სადაც აღწერილია, როგორ ემშვიდობებიან
გმირები საკუთარ წარსულს: „მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მნდომებია ასე მტანჯველად,
/ ასე არასდროს მომნატრებია
დედა და წყალი და ძველისძველი
ჩემი საწოლი“, – ამბობს ხიმენესი; „ერთხელ მაუნდა ალუდას / ერთხელ მობრუნვა თავისა: / „მშვიდობით, საჯიხვეებო,
/ გამახარელნო
თვალისა! / მშვიდობით ჩემო სახ-კარო / გულში ამშლელო ბრალისა“, – ეს უკვე ალუდა იხედება უკან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ წარსულთან გამოთხოვება
უჭირთ – პირიქით, როგორც ვაჟას სხვა პერსონაჟი აღნიშნავს ერთგან, მათი ფიქრი ძაფითაც კი არ არის მიბმული წარსულზე; ეს ადამიანური
სისუსტეა, მშვენიერი სისუსტე, რომელიც გაცილებით ამაღლებულიც
კია, ვიდრე მავანთა ძლიერება. სახარებაშიც
ხომ ყველაზე ამაღელვებელი
ის ეპიზოდია, სადაც ჯვარზე გაკრული ქრისტე მამას უხმობს. სწორედ ამ სიტყვების გაგონებისას
ხვდები, რომ იესო – გწამს თუ არ გწამს, იყო თუ არ იყო, ეცვა თუ არა ჯვარს – შენიანია, ადამიანია და გაგიგებდა ან გაგიგებს.
სტატიის
ავტორი: ნინო ივანიაძე
პიროვნების სულიერი ტრანსფორმაცია ვაჟა-ფშაველას
"ალუდა ქეთელაურის" მიხედვით (ამონარიდი) http://www.dzeglebi.ge/statiebi/sxva/pirovnebis_sulieri.html
"ალუდა ქეთელაურის" მიხედვით (ამონარიდი) http://www.dzeglebi.ge/statiebi/sxva/pirovnebis_sulieri.html
ალუდას პიროვნული ამბოხის უმაღლესი გამოხატულებაა ხატობის სცენა. იგი ბოლომდე სწორედ ხატობის სცენაში ამჟღავნებს საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე. ამიტომ ეს სცენა ემსგავსება სახარებისეული ფერისცვალების აქტს. როგორც ქრისტემ გააცხადა თავისი ღვთაებრივი ბუნება მოციქულთა წინაშე, სწორედ იმგვარად გამოამზეურა ალუდამ თავის ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება თანამემამულეთა თვალწინ. ეს ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება სხვებისათვის ჯერ კიდევ დაფარულია. ისინი "მიწიერი კაცები" არიან. ალუდა "შინაგანი კაცია", არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი მოწიფულობის ასაკს მიღწეული (ნეტარი ავგუსტინე. ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის). თანამემამულეებმა ვერ შეძლეს მათ წინაშე მდგომი ჭეშმარიტი პიროვნების, მათი მხსნელი და მათი მსხვერპლი გმირის გმირად შეცნობა. იგი მოღალატედ ჩათვალეს, როცა ხევისბერის სასტიკი უარის შემდეგ თვითონ სცადა "მოუნათლავი გმირისთვის" მოზვერის დამწყალობება. რისხვით ანთებულმა ხევისბერმა თემიდან მოკვეთა ალუდა ქეთელაური და ნამდვილი გოლგოთა - მოყვასთაგან მოშორება მიუსაჯა.
მშობლიური კუთხის გარეშე ცხოვრება ალუდასთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მისი რაინდული ჩვევები - ღირსება, სიყვარული და რწმენა (ერთგულება) სწორედ მასთან არის დაკავშირებული. იგი ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე კი არ ხდება, ცდილობს, გულით ნაწვდომი ჭეშმარიტება დაამკვიდროს ხალხში, გაქვავებული ადათების საწინააღმდეგოდ. ამაშია ჰუმანური მსოფლმხედველობით განმსჭვალული გმირის და, მათ შორის, ალუდას ბუნების არსი. ასეთი გმირი მხსნელია საზოგადოებისა, რომელიც მის რჩევას მიჰყვება, რაც ძალზე იშვიათად ხდება, რადგან იგი პიროვნებამდე ვერ მაღლდება. ამაში მდგომარეობს პიროვნების "ტრაგიკული ბრალი". სწორედ ამიტომ იგი ამასთანავე, "მსხვერპლია სოფლისა". ალუდა ქეთელაურიც მსხვერპლად ეწირება თავის პრინციპებს და იმ გმირთა შორის დგება, "რომლებიც სცილდებიან თემს, ვითარცა ყველაზე კეთილი მტრები მთელს მსოფლიოში".
ა) რატომ არ უჭირთ წარსულთან გამოთხოვება ალუდა ქეთელაურსა და კრუს ხიმენესს?
სავარაუდო პასუხი: მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული
გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა. ორივეს სურვილია მსხვერპლის გაუქმება.
ბ) წმ. ჰაბო თბილელი ამბობს: სანთელს ,,ხვიმირსა ქვეშე“ კი არ დგამენ,
არამედ - სასანთლეზე. როგორ განმარტავდით ამ
სიტყვებს და რამდენად მიესადაგებათ ნათქვამი
ალუდა ქეთელაურსა და კრუს ხიმენესს?
სავარაუდო პასუხი: როგორც აბო, ისე ალუდაცა
და კრუს ხიმენესიც საკუთარ თავში ხედავენ განცდილის გარეთ გამოტანის აუცილებლობას.
ჭეშმარიტება დაინახეს და უნდათ სხვებიც აზიარონ.
გ) როგორ გესმით "მიწიერი კაცი" და "შინაგანი კაცი"?
სავარაუდო პასუხი: მიწიერი კაცი მხოლოდ
მიწიერი ცხოვრებით, მიწიერი კანონებით ცხოვრობს.
შინაგანი კაცი კი მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე მიწიერი
კანონებია.
დ) რატომ არ მიჰყვებიან მხსნელ ალუდას თემი და
კრუს ხიმენესს - თავისი თანამებრძოლები?
სავარაუდო პასუხი: თემი და კრუს ხიმენესის
თანამებრძოლები ,,ცოდვა-ბრალით“ მონათლული სამართლის მიმდევრები არიან.
ე) გამოდგება თუ არა თანამედროვე მსოფლიოსთვის გზავნილად ,,ალუდა ქეთელაური“ და
,,ადამიანი გაზეთის სვეტში“?
სავარაუდო პასუხი: ვინაიდან თანამედროვე
მსოფლიოს ,,მსხვერპლის გაუქმება" სჭირდება (უამრავი
ადამიანი იხოცება და იტანჯება სირიაში, ტერორისტული აქტების გამო...) ალუდაც და კრუს
ხიმენესიც განსაკუთრებულ როლს შეასრულებდნენ საკუთარი მსხვერპლის ფასად.
ვ) როგორ წარმოგიდგენიათ ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი ინტერნეტის ეპოქაში?
სავარაუდო პასუხი: ....
ამავე დროს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
გაიხსენონ:
ა) ,,ყველაზე კეთილი მტრები მთელს მსოფლიოში";
ბ) ქრისტეს უკანასკნელი
სიტყვები და დაუკავშირონ ისინი ალუდა ქეთელაურსა
და კრუს ხიმენესს.
აქტივობა 6.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, ისაუბრონ მსხვერპლად შეწირული პერსონაჟების
მიზანსა და განვლილ გზაზე. (უნდა გამოიკვეთოს ,,მსხვერპლის გაუქმების" მცდელობა მსხვერპლის
გაღების ფასად).
აქტივობა 7.
საშინაო დავალება: ესე - წუთისოფლის
,,კეთილი მტრები“ გოლგოთის გზაზე
აქტივობა 8.
შეფასება - განმავითარებელი შეფასება რუბრიკების
გამოყენებით.
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
ფასდება აქტივობები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
ვერ წარმოადგენს
თემას გასაგებად
|
წარმოადგენს თემას
გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად
|
წარმოადგენს თემას
გასაგებად, ამყარებს არგუმენტებით
|
ინფორმაციის ფლობის
უნარი
|
ვერ ფლობს საჭირო
ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
|
ფლობს საჭირო ინფორმაციას,
მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
|
ფლობს საჭირო
ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და
დამაჯერებლად ასაბუთებს
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
|
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
|
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს. არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის
აზრს
|
ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსრტუქციას
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ზუსტად მიყვებიან ინსტრუქციას
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ჯგუფს ეფექტურად მართავს
|
გამოყენებული მედია რესურსები
მულტიმედია
რესურსები: 1) зачем нам нужно
жертвоприношение https://www.youtube.com/watch?v=RPuY-akLUjU
2) ლექსის ბოლო მონაკვეთი ზინაიდა კვერენჩხილაძის
დეკლამაციით https://www.youtube.com/watch?v=jJ4CbuZsaZk
ბეჭდური მედიარესურსები: 1) ამონარიდი თორნიკე ჭელიძის სტატიიდან ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“ http://mastsavlebeli.ge/?p=9192
2)ამონარიდი ნინო ივანიაძის სტატიიდან ,,პიროვნების სულიერი ტრანსფორმაცია ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაურის" მიხედვით http://www.dzeglebi.ge/statiebi/sxva/pirovnebis_sulieri.html
3)
მანანა ბოჭორიშვილი - ტექსტის გააზრების
არალინგვისტური ხერხები
და წიგნიერება
4) ოთარ ჭილაძის
ლექსის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“ დაბოლოების ორგვარი ვარიანტი
5.ვაჟა ფშაველა, ,,ალუდა ქეთელაური“, მე-11 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, ,,მერიდიანი“, თბ., 2012წ.
6.http://natiakiladze.blogspot.com/p/blog-page_46.html
მასალა გამოქვეყნებულია აგრეთვე ამ მისამართზე: http://medialiteracy.ge/ge/resources/id/69/msxverplad-shewiruli-personajebi-aluda-qetelauri-da-krus-ximenesi
6.http://natiakiladze.blogspot.com/p/blog-page_46.html
მასალა გამოქვეყნებულია აგრეთვე ამ მისამართზე: http://medialiteracy.ge/ge/resources/id/69/msxverplad-shewiruli-personajebi-aluda-qetelauri-da-krus-ximenesi
Комментариев нет:
Отправить комментарий