Страницы

საკონფერენციო მოხსენება



კონფერენცია : ,,დემოკრატიული მედიაწიგნიერება და სკოლა - 2017“
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

საკონფერენციო მოხსენება
1.    ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ (გვარი, სახელი, სკოლა, საგანი)
გაბულდანი ნინო. წალენჯიხის რაიონის ჯვარის მე-2 საჯარო სკოლა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


2.    მომხსენებლის მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული რესურსის დასახელება, საგანი, კლასი
,,მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი“. ქართული ლიტერატურა, მე-11 კლასი.


3.    აბსტრაქტი (5-7 წინადადებით)
რესურსის ,,მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი“  საკვლევი თემა გახლავთ, რისთვის სჭირდება ადამიანს მსხვერპლის გაღება და რა შედეგის მომტანია ის. ამისთვის  ვთავაზობთ მოსწავლეებს მედიარესურსებსა და შესწავლილ ტექსტებზე მორგებულ კოგნიტურ სქემებს. ვიდეორგოლიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით ისინი  გააცნობიერებენ სიტყვა მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობას. შემდეგ კი მას მოარგებენ განსახილველ ტექსტებს: ვაჟა ფშაველას პოემა ,,ალუდა ქეთელაურსა“ და ოთარ ჭილაძის ლექსს ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“. მოსწავლეები ძირითადად იმუშავებენ ჯგუფებში და შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. უკუკავშირის მისაღებად კლასში  გამოვიყენებთ კითხვარებს და მივცემთ მოსწავლეებს  საშინაო დავალებად  ესეს -   წუთისოფლის ,,კეთილი მტრები“ გოლგოთის გზაზე. განმავითარებელი შეფასებით შეჯამდება ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია.


4.    მომზადებული და გამოქვეყნებული რესურსის სასწავლო და მედიაწიგნიერების მიზნები(სასწავლო და მედიაწიგნიერების)
რესურსის ,,მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი“ სასწავლო და მედიაწიგნიერების მიზნები:
1.ესგ. ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
2.მედიაწიგნიერება: მედიარესურსისების  კრიტიკული ანალიზი და შეფასება, ბეჭდურ და მულტიმედია  რესურსებში  სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.



5.    მომზადებული და გამოქვეყნებული რესურსის  მთავარი მეთოდოლოგიური გამოწვევა (5-7 წინადადებით)
წარმოდგენილი რესურსის მთავარი მეთოდოლოგიური გამოწვევა გახლავთ ბეჭდური და მულტიმედია რესურსების გამოყენებით თეორიული წანამძღვრების მომზადება. მის გასააზრებლად კი მოსწავლეებს თანმიმდევრულად ვთავაზობთ კოგნიტურ სქემებს, რომელთა დახმარებითაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ  პრობლემის გადაწყვეტას.



6.    მომზადებული და გამოქვეყნებული რესურსის მცირე აღწერა(არ აღემატებოდეს ¾ გვერდს)
რესურსი ,,მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი“ განკუთვნილია  მე-11 კლასის ქართული ლიტერატურის გაკვეთილისთვის. იგი მომზადდა მედიაწიგნიერების გამოყენებით.
რესურსში გამოკვეთილია ესგ-სა და მედიაწიგნიერების მისაღწევი მიზანი.
მიზნის მისაღწევად მოსწავლეებს ვთავაზობთ ბეჭდურ და მულტიმედია რესურსებს. ასევე - მათ გასააზრებელ კოგნიტურ სქემებს.
რესურსში კლასის ორგანიზებისთვის ძირითადად გათვალისწინებულია ჯგუფური მუშაობა, ბოლოს კი -  საერთო საკლასო მუშაობის ფორმა.
მოსწავლეებს ვთავაზობთ შვიდ აქტივობას: 1. გონებრივი იერიში; 2. ვიდეორგოლის მოსმენა თარგმანის დახმარებით; 3. მიღებული ინფორმაციის გააზრება კოგნიტური სქემების გამოყენებით; 4. მოსწავლეები ისმენენ ოთარ ჭილაძის ლექსის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში ფინალს ზინაიდა კვერენჩხილაძის დეკლამაციით. ეცნობიან ლექსის დაბოლოების ორ ვარიანტს და მათ გასააზრებლად მუშაობენ კოგნიტურ სქემებზე; 5. სტატიებიდან ამონარიდების გაცნობა და კითხვების დასმა; 6. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, ისაუბრონ მსხვერპლად შეწირული პერსონაჟების მიზანსა და განვლილ გზაზე; 7. საშინაო დავალება:  ესე -   წუთისოფლის ,,კეთილი მტრები“ გოლგოთის გზაზე.

მოსწავლეთა ნამუშევრების  შეფასებისთვის გამოყენებულია ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების სქემები.








7.    შეჯამება - რა მნიშვნელობა ჰქონდა შეთავაზებულ ტრენინგის ფორმატს რესურსის შექმნისთვის? (ერთი აბზაცი)
ტრენინგზე  გავიაზრეთ, რას ნიშნავს მედიაწიგნიერება და რა მნიშვნელობა აქვს მას სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართად მოზღვავებული ინფორმაციის ეპოქაში. რესურსის შესაქმნელად გამოვიყენეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა. კერძოდ, მოვიძიეთ   ბეჭდური და მულტიმედია რესურსები თემაზე ,,მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი“. მოსწავლეებს მედიარესურსებთან ერთად მივაწოდეთ კოგნიტური სქემები, რომ მათ უკეთ შეძლონ რესურსებში  სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.


Комментариев нет:

Отправить комментарий