სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წალენჯიხის სპმთპ ორგანიზაციასა და წალენჯიხის მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შორის. მოგეხსენებათ, წალენჯიხას 2019-2020 სასწავლო წლის სტატისტიკით ჰყავს 7 მენტორი,
ორგანიზაციის თავმჯდომარემ გაგვიზიარა პროექტის მიზნები, სტრატეგიები და აქტივობები, ვიმსჯელეთ პრაქტიკოსი მასწავლებლების საჭიროებებზე, გავცვალეთ მოსაზრებები და შევიმუშევეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა თემაზე: ,,კრედიტქულების დაგროვების ეფექტური გზები“, სტატისტიკურად დაახლოებით 80-90-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ესაჭიროებოდა საკონსულტაციო ფორმატის ტრენინგი, შესაბამისად განაწილდა ჯგუფები, გაიწერა განრიგი, შაბათს სამ ჯგუფად წალენჯიხაში,ხოლო კვირას ორ ჯგუფად ლიაში ჩატარდა აღნიშნული სემინარი. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ჩვენ შევქმენით ადგილობრივ დონეზე ტრენერთა სკოლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий