Страницы

გაკვეთილის გეგმა N4

გაკვეთილის გეგმა
თემა: ძალადობა ოჯახში, რევაზ ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებლის“ მიხედვით.
ნინო გაბულდანი - წალენჯიხის რაიონის ჯვარის #2 საჯარო სკოლა
საგანი - ქართული ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი:   მე-7 კლასი.
ესგ-ს მისაღწევი მიზანი:
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
·         თანამიმდევრულად გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის შინაარსს / ამბავს პირადი გამოცდილებიდან;
·         მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  
                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს სარეკლამო ტექსტს სხვადასხვა აუდიტორიისათვის (მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის);
·         სწერს წერილს მეგობარს, წიგნის ავტორს, პერსონაჟს, გამოჩენილ ადამიანს, შესაბამისად ცვლის წერის სტილს.

მედიაწიგნიერება: მედიარესურსისების  კრიტიკული ანალიზი და შეფასება.
აქტივობა  N1  (3 წთ.)

მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, რა იციან ოჯახში ძალადობის შესახებ და პასუხებს ჩამოწერს დაფაზე.

აქტივობა  N2 (22 წთ.)
სქემა 1
დავალება:  მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს მხატვრულ  ტექსტ ,,ჩიტების გამომზამთრებლის“  მიხედვით  შეავსონ  ქვემოთ  მოცემული  სქემა 


მოვლენათა ჯაჭვი:
ტექსტები
მოვლენა #1 
მოვლენა #2 
მოვლენა #3 
მოვლენა #4
შედეგი

,,ჩიტების გამომზამთრებელი“







აქტივობა  N3 (10 წთ.)
კლასი იყოფა სამ ჯგუფად და მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სიტყვა ძალადობის განმარტებას.  სთხოვს მათ მიღებული ინფორმაცია დაუკავშირონ მოთხრობა ,,ჩიტების გამომზამთრებელს“ და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
ძალადობა ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.[2]
არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. არაპირდაპირი ძალადობა კი ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას, დემოკრატიის უქონლობას და ..[2]
ძალადობაშედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ძალადობის ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლებისშვილებზე.[2]
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
აქტივობა  N4 (20 წთ.)

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმ ,,ზუზუს“  https://www.youtube.com/watch?v=-FgSyKVSHvQ . შემდეგ ურიგებს მათ სქემა ,,მოვლენათა ჯაჭვს” და  სთხოვს შეადარონ ერთმანეთს მოთხრობა ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ და ფილმი ,,ზუზუ“ .
ფილმი
მოვლენა #1 
მოვლენა #2 
მოვლენა #3 
მოვლენა #4
შედეგი

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ზუზუ“







აქტივობა  N5 (10 წთ.)

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს აღზრდის სტილზე. ფლიფჩარტზე ჩამოწერს ძირითად პუნქტებს. შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობას აგრძელებენ  , მასწავლებელი მათ  აწვდის აღზრდის ოთხი სტილის განმარტებას და ავალებს ეს მასალა მოარგონ მოთხრობა ,,ჩიტების გამომზამთრებელსა“ და მოკლემეტრაჟიან ფილმ ,,ზუზუს“. ამავე დროს მოსწავლეებს ევალებათ აირჩიონ მათთვის სასურველი აღზრდის სტილი და დაასაბუთონ რატომ.
მასალა მოსწავლეებისათვის.
აღზრდის ოთხი სტილი
09/19/2014
სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბავშვის აღზრდის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს. თუ ერთი სტილი კონკრეტული ბავშვისა და მშობლებისთვის მისაღებია, იმავე მეთოდს სხვა ოჯახში ვერ დანერგავ, რადგან ზრდასრულების მსგავსად ბავშვებიც უნიკალური ინდივიდები არიან. თუმცა ამის ფონზე მაინც არსებობს გარკვეული დიფერენცირება, ფსიქოლოგები ოთხ ძირითად სტილს გამოყოფენ: ავტორიტარულს, ავტორიტეტულს, ლიბერალურსა და გულგრილს.

ავტორიტარული
როგორც სახელწოდებიდანაც ხვდებით, ეს არის აღზრდის მკაცრი და ხისტი სტილი. ამ სტილის მიმდევარ მშობლებს ჩამოყალიბებული სადამსჯელო სისტემა გააჩნიათ და მუდამ უპირობო მორჩილებას ითხოვენ. ფიზიკური აგრესია მათთვის უცხო არ არის და, ამავდროულად, დასჯის მიზეზის ახსნისთვისაც არ იწუხებენ თავს. ასეთი მშობლების დევიზია: იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი! და მათ შვილებსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს ფრაზა ესმით. სპეციალისტების გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ავტორიტარული აღზრდის მეთოდს, უმეტესაც, დაბალი სოციალური ფენის ოჯახებში იყენებენ, როდესაც მშობლებს ყველაზე მეტად შემოსავლის საკითხი აღელვებთ. ამავე სპეციალისტების დასკვნით კი დასტურდება, რომ ავტორიტარულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები უხასიათო, ზედმეტად ჭირვეული და სუსტი ნებისყოფის არიან. ბევრ შემთხვევაში ეს ბავშვები პასიური აგრესიის გამომხატველ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ავტორიტეტული
აღზრდის ამ სტილს დემოკრატიულსაც უწოდებენ. ის პოზიტიურ განწყობაზე, მხარდაჭერასა და ფიზიკური ძალადობის უარყოფაზეა დაფუძნებული. დემოკრატიული აღზრდის მიმდევარი მშობლები კარგად იცნობენ შვილებს, არ ეზარებათ მათი პრობლემების მოსმენა და მხარდაჭერა, შვილებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევენ. ასეთ ოჯახებში იდილია სუფევს, შვილი ენდობა მშობელს, შესაბამისად, მშობელმა ყოველთვის იცის, როდის უჭირს, რა პრობლემები აქვს და რა მხრივ სჭირდება დახმარება.

ლიბერალური
ლიბერალური აღზრდა საშუალო კლასის ოჯახების სტილად მიიჩნევა. ასეთ ოჯახებში ყველაზე მეტად აფასებენ ბავშვის ავტონომიურობასა და თავისუფლებას, მშობლები კი მხოლოდ მათი ცხოვრების განხილვითა და მცირედი რჩევებით შემოიფარგლებიან. მინიმალურია დასჯის შემთხვევები და არც მკაცრი კანონები მოქმედებს. როგორც წესი, ლიბერალური მშობლების შვილები ბედნიერები, ლაღები და მხიარულები არიან, თუმცა ზოგჯერ თვითკონტროლისა და თვითდაჯერების ხარისხი დაბალი აქვთ.

გულგრილი
ეს ის შემთხვევაა, როდესაც შვილებსა და მშობლებს შორის ემოციური კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი. გულგრილი მშობლები ნაკლებად ღელავენ არა მხოლოდ შვილების მომავალზე, არამედ იმაზეც, ჭამეს თუ არა სადილი. შესაბამისად, მათგანაც არაფერს ითხოვენ, მთავარია, ბავშვს მინიმალური პირობები ჰქონდეს. ცხადია, მსგავსი დამოკიდებულება შვილებსა და მშობლებს შორის დიდ უფსკრულს წარმოშობს, ისინი კარგავენ კომუნიკაციას, სულიერ კავშირს. ამ მეთოდის აღზრდილი ადამიანები ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე პიროვნებებად ყალიბდებიან, სოციალურად ნაკლებად აქტიურები არიან და განსაკუთრებულ წარმატებასაც ვერ აღწევენ.


აქტივობა  N6 (20 წთ.)
 ისევ გრძელდება ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეებს ევალებათ პლაკატის შექმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
აქტივობა  N7 (5 წთ.)

შეფასება
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


 ფასდება აქტივობები

 დაბალი

 საშუალო

 მაღალი



 თემის გასაგებად წარმოდგენა

 ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, ამყარებს არგუმენტებით

 ინფორმაციის ფლობის უნარი

 ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს

ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

 კრიტერიუმები

 ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია

ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია

ჯგუფის მუშაობა წარმატებულია




 ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში


 ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში


 უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში


 ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში


 ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი


 კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს. არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს

    გამოყენებული წყაროები: 
1  .         რევაზ ინანიშვილი - ,,ჩიტების გამომზამთრებელი“,, ქართული ენა და ლიტერატურა, მე-7 კლასი, ავტორი ვახტანგ როდონაია, 2012წ., გვ. 118-122;
2.      ძალადობა,https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
3.      მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ზუზუ“  https://www.youtube.com/watch?v=-FgSyKVSHvQ .
4.      აღზრდის ოთხი სტილი
http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1411120834

Комментариев нет:

Отправить комментарий