მ,მ,მნ/
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის სსიპ თ. ფიფიას სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომის ოქმი N1 9 .09.22 |
|
ესწრებოდნენ
კათედრის წევრები |
ნინო გაბულდანი ხათუნა სამუშია ნანა გულუა მზია არონია ირინა ქარდავა ლალი მიქავა |
განსახილველი
საკითხები |
გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების შერჩევა. |
გადაწყვეტილება |
შეირჩა გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოები პედსაბჭოსთვის წარსადგენად. |
გასატარებელი
ღონისძიებები |
განსახორციელებელი
კომპლექსური დავალებების წარდგენა კათედრაზე |
მ,მ,მნ/
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის სსიპ თ. ფიფიას სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომის ოქმი N2 29 .12.22 |
|
ესწრებოდნენ
კათედრის წევრები |
ნინო გაბულდანი ხათუნა სამუშია ნანა გულუა მზია არონია ირინა ქარდავა ლალი მიქავა |
განსახილველი
საკითხები |
სემესტრული ანგარიშის
წარდგენა (იხ. დართული ანგარიში) |
გადაწყვეტილება |
USAID – ის პროგრამის
ფარგლებში გადამზადებული ლიდერი მასწავლებლების ჩართულობით საჩვენებელი გაკვეთილების
მომზადება |
გასატარებელი
ღონისძიებები |
საჩვენებელი
გაკვეთილების ჩატარება; საგანმანათლებლო
პროექტების განხორციელება. |
წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის სსიპ თ. ფიფიას სახელობის
N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
2022-23
სასწავლო წლის პირველი სემესტრის ანგარიში
მოგეხსენებათ, კათედრა აერთიანებს
ყველა საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლებს.
სემესტრის განმავლობაში განხორციელდა
შემდეგი ღონისძიებები:
·
შეირჩა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა;
·
დაწყებითის საფეხურის მასწავლებლები ჩართული იყვნენ ლიდერი მასწავლებლების
გადასამზადებელ USAID-ის
პროგრამაში;
·
მასწავლებლები დარეგისტრირდნენ სავალდებულო ტრენინგებზე;
·
კათედრაზე განხილულიქნა დაწყებით კლასებში განსახორციელებელი აქტივობები;
·
პირველ კლასში მოეწყო ღონისძიება ,,ანბანის გაცნობა“;
·
მეოთხე კლასმა წარმოადგინა ,,წელიწადის
დროები და ტრადიციები“ ;
·
მე-10 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება: ,,გრიგოლ ხანძთელის
გზა ქართლიდან ტაომდე“
·
მე-9 კლასში მოეწყო ერთი წიგნის პრეზენტაცია;
·
სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც განკუთვნილი იყო მცირეკონტინგენტიანი
სკოლებისთვის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები ქალთა უფლებებსა და კიბერბულინგზე.
კიბერბულინგზე (თარგმნეს და გაახმოვანეს ვიდეორგოლი)შექმნეს ელექტრონული რესურსი. დაიგეგმა
სამომავლო ღონისძიებებიც;
·
კათედრა მონაწილეობას იღებდა ,,საახალწლო კარნავალის“ ორგანიზებაში.
თ. ფიფიას სახელობის ქ. ჯვარის N2 საკარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დებულება
2023-24 სასწ. წ.
I თავი. ზოგადი დებულება
1.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ, ეროვნული სასწავლო გეგმის, თ. ფიფიას სახელობის
ქ. ჯვარის N2 საჯარო სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
II თავი. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1. კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს კათედრის საბჭოს განხილვის შემდეგ თავმჯდომარე.
2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია კათედრის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარის დამტკიცებისთანავე.
III თავი. კათედრის მიზნები და ამოცანები
3. კონკრეტული მიზნები და ამოცანები:
·
სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
·
მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
·
პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
·
კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა დაგანხორციელება;
·
პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
IV თავი. კათედრის წევრობა
4.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აერთიანებს ამ საგნის ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.
4.2. კათერდა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;
4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:
ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;
ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;
გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.
4.2. კათერდის წევრების უფლება-მოვალეობები
კათედრის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:
ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;
გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;
ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;
კათედრის წევრი მოვალეა:
ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);
ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;
გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;
ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;
ვ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის , მოსწავლეთა აკადემიური მიღწევისა და გაცდენების ანალიზი.
V თავი. კათედრის თავმჯდომარე
5.1. არჩევის წესი
ა) კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის დასაწყისში ფარული ან ღია კენჭისყრით;
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;
5.2. ფუნქცია-მოვალეობები:
კათედრის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;
ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სამუშაო გეგმის მომზადებას;
გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;
დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;
ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატებიული გეგმის შესრულებას დ აგაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებიბის (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;
თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;
ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პადაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
VI თვი. კათედრის სხდომა
გადაწყვეტილებები:
6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:
ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.
ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:
გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;
6.2. სხდომის ჩატარება
თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.
ა) მოადგილე უფლებამოსილია თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)
ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით;
VII თავი. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1. ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს კათედრის სხდომა.
სსიპ თ. ფიფიას სახელობის N2 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ შემუშავებული 2023-2024 სასწ.წლის სამოქმედო
გეგმა
N |
დაგეგმილი ღონისძიებები |
შესრულების დრო |
პასუხისმგებელი/შემსრულ ებელი პირი |
1 |
ორგანიზაციული საკითხების განხილვა-დამტკიცება: ა)კათედრის თავმჯდომარისა და
მოადგილის არჩევა ბ)საათობრივი ბადის მიხედვით
საათების გადანაწილება კათედრის წევრებს შორის |
სექტემბერი |
კათედრის ყველა წევრი |
2. |
შემაჯამებელი წერების რაოდენობის განსაზღვრა და დადგენა
|
სექტემბერი |
კათედრის ყველა წევრი |
3. |
საგნობრივი კურიკულუმების წარმოდგენა
|
სექტემბერი |
კათედრის ყველა წევრი |
4. |
შეფასების კრიტერიუმების შემუშავება
სხვადასხვა საფეხურზე |
სექტემბერი
|
კათედრის ყველა წევრი |
5. |
ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის
განხილვა |
ოქტომბერი |
ნანა გულუა |
6. |
ლიტერატურულ კლუბ ,,ატიკუსის“ ფუნქციონირების გაგრძელება |
სასწავლო წელი |
ნინო გაბულდანი |
7. |
იაკობობის კვირეული |
ოქტომბერი |
ირინა ქარდავა |
8. |
გამოცდილების გაზიარების მიზნით
გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება. |
2023-2024 სასწ.წელი |
კათედრის ყველა წევრი |
9. |
სასკოლო
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
|
სასწავლო წელი |
კათედრის ყველა წევრი |
10. |
წიგნის კითხვის დღის აღნიშვნა |
თებერვალი |
ნანა გულუა, მზია არონია |
11. |
აპრილი |
ირინა ქარდავა |
|
12. |
პროფესიულ ტრენინგებში ჩართვა და მონაწილეობა |
სასწ.წელი |
კათედრის ყველა წევრი |
13. |
საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება |
სასწავლო წელი |
კათედრის ყველა წევრი |
14. |
გასვლითი ღონისძიებების მოწყობა |
სასწავლო წელი |
კათედრის ყველა წევრი |
მ,მ,მნ/ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის სსიპ თ. ფიფიას სახელობის N2 საჯარო
სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის კათედრის სხდომის ოქმი N1 9 5.09.23 |
|
ესწრებოდნენ
კათედრის წევრები |
ნინო
გაბულდანი ხათუნა
სამუშია ნანა
გულუა მზია
არონია ირინა
ქარდავა ლალი
მიქავა |
განსახილველი
საკითხები |
1.კათედრის
თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა; 2.
კათედრის დებულების დამტკიცება; 2.გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევა; 3.საათების განაწილება 4.საგნობრივი კურიკულუმების წარდგენის ვადების დადგენა |
გადაწყვეტილება |
1.კათედრის
თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეულიქნა ნინო
გაბულდანი, მოადგილედ - ირინა ქარდავა; 2.
დამტკიცდა კათედრის დებულება; 2.შეირჩა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები პედსაბჭოსთვის წარსადგენად; 3.კათედრის წევრთა შეთანხმებით გადანაწილდა საათები. (იხ დანართი
#1) 4. საგნობრივი კურიკულუმების წარდგენის ვადად დადგინა
არაუგვიანეს 10 სექტემბრისა. |
გასატარებელი
ღონისძიებები |
1.
საგნობრივი კურიკულუმების
წარდგენა კათედრაზე; 2.
კათედრის სამოქმედო
გეგმის წარდგენა. |
კათედრის წევრთა საათობრივი დატვირთვა:
დანართ #1
N |
გვარი, სახელი |
ქართული |
ფოლკლორი და
მითოლოგია |
ჯამი |
||||||||
კლ. |
სთ. |
კლ. |
სთ. |
კლ. |
სთ. |
კლ |
სთ |
კლ. |
სთ. |
|||
1 |
არონია მზია |
VII |
5 |
IX |
5 |
XII |
5 |
|
|
|
|
15 სთ. |
2 |
გაბულდანი ნინო |
IV |
6 |
V |
5 |
VIII |
5 |
|
|
|
|
16 სთ. |
3 |
გულუა ნანა |
X |
5 |
XI |
5 |
|
|
XII |
0.5 |
|
|
10,5სთ. |
4 |
მიქავა ლალი |
I |
7 |
|
|
|
|
|
|
|
|
7 სთ. |
5 |
სამუშია ხათუნა |
III |
6 |
VI |
5 |
|
|
|
|
|
|
11 სთ. |
6 |
ქარდავა ირინა |
II |
6 |
|
|
|
|
X |
2 |
XI |
2 |
10 სთ. |
სსიპ თ. ფიფიას სახელობის ქ. ჯვარის #2 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
სხდომის
ოქმი N2
ქ.
21.
11. 2023
სხდომის დაწყების დრო:13:30
სხდომას ესწრებოდნენ
კათედრის წევრები:
მასწავლებელი |
საგანი |
ნ. გაბულდანი |
ქართული ენა და ლიტ |
მ.არონია |
ქართული ენა და ლიტ |
ნ. გულუა |
ქართული ენა და ლიტ |
ი. ქარდავა |
ქართული ენა და ლიტ |
ხ. სამუშია |
ქართული ენა და ლიტ |
ლ.მიქავა |
ქართული ენა და ლიტ |
სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ,
ნინო გაბულდანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ
ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.
დღის წესრიგი:
1. ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების
მომზადების საკითხის განხილვა;
2. კათედრის წევრთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხის განხილვა.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების
შესახებ:
მომხრე:
6
წინააღმდეგი:
0
დაადგინეს:
დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით
საკითხი N1 ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის
მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ნ. გაბულდანი
მოისმინეს: კათედრის
თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი.
მან კათედრის წევრებს შეახსენა, რომ აუცილებელია დაიწყოს მოსწავლეების აქტიური მზადება
ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისათვის. მ. არონიამ აღნიშნა, რომ ოლიმპიადების მიზანია
სწავლისადმი ინტერესების გაღვიძება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მათი წახალისება,
რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლისთვისაც.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვეს: ნანა გულუამ აღნიშნა მოსწავლეთა მონდომება და წარმატება
წინა სასწავლო წლებში. მისი აზრით, საჭიროა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი
მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის სათანადოდ მომზადებაში, რათა კიდევ უფრო დიდი წარმატებები
იქნეს მიღწეული.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას
კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 6
წინააღმდეგი 0
დაადგინეს: ცნობად
იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეროვნულ და კერძო
ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საკითხი N2.
კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა
მომხსენებელი კათედრის
თავმჯდომარე:
მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“
მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ფუნქციაა:
,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა
და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“.
მისი მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს
საშუალებას აძლევს გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და
მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში პედაგოგების მიერ მოსაზრებების
გაცვლა, ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავება, რათა უფრო ეფექტური და მოსწავლეზე ორიენტირებული
გახდეს დისტანციური სწავლება.
კათედრის წევრის ირინა ქარდავას
მოსაზრებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სისტემატური კომუნიკაცია ერთმანეთთან გაკვეთილის
დაგეგმვის პროცესში. უნდა იყოს აქტიური მსჯელობა პრობლემეზე, რომელსაც
წავაწყდებით ამ პროცესში, ერთად ვეძიოთ გადაჭრის გზები, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მოსწავლეთათვის განათლების მიცემა.
კათედრის სხდომაზე განხილულ
იქნა კათედრის წევრთა თანამშრომლობის შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები, რა დროსაც
გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის უნდა დაიგეგმოს განსახორციელებელი
ღონისძიებები.
თავმჯდომარის მოსაზრებით
ურთიერთთანამშრომლობა პედაგოგებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ აქტუალური პრობლემები,
შეიმუშავონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ხელს უწყობს როგორც
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას, ასევე მოსწავლეთათვის მიწოდებული სწავლის ხარისხის
გაზრდას.
აზრი გამოთქვა: ხათუნა სამუშიამ აღნიშნა,
რომ მასწავლებელთა აქტიური თანამშრომლობა პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა
და უკეთესი შედეგის მიღწევაში.
სხდომის თავმჯდომარემ
კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -6
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის
მიერ წარდგენილი მოსაზრება
კათედრის წევრთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 14:00
კათედრის თავმჯდომარე: ნ. გაბულდანი
მდივანი: ი. ქარდავა
სსიპ თ. ფიფიას სახელობის ქ. ჯვარის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
სხდომის
ოქმი N3
30 დეკემბერი 2023 წელი
სხდომის
დაწყების დრო: 12.00სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე: ნ. გაბულდანი
მდივანი:
ი. ქარდავა
კათედრის
წევრები:
N |
სახელი,
გვარი |
საგნის დასახელება |
ხელმოწერა |
1 |
ნ. გულუა |
ქართული ენა და ლიტერატურა |
|
2
|
მ.არონია |
ქართული ენა და ლიტერატურა |
|
3
|
ხ. სამუშია
|
ქართული ენა და ლიტერატურა |
|
4 |
ლ. მიქავა
|
ქართული ენა და ლიტერატურა |
|
დღის
წესრიგი:
1.
პირველი სემესტრის
შედეგების განხილვა/ანგარიში;
2.
პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე - 6
წინააღმდეგი -
0
საკითხი N1.
პირველი სემესტრის
შედეგების განხილვა/ანგარიში
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე
- ნ. გაბულდანი
მოისმინეს:
კათედრის
თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი
სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით
მოსწავლეთა შეფასებებზე.
სსიპ ქ. ჯვარის #2 საჯარო სკოლის პრიორიტეტია
მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის აქტივობების ხვედრითი
წილი. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა
მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. სასურველი იქნება II
სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, სასკოლო პროექტები, სადაც აქტიურად
ჩაერთვებიან სსიპ ქ.ჯვარის #2 საჯარო
სკოლის მოსწავლეები. მან ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე
აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე. აქვე აღინიშნა, რომ აუცილებელია
აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის,
პრეზენტაციების, პროექტების და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
2023-2024
სასწავლო წლის პირველი სემესტრში
რამდენიმე კლასში განხორციელდა კომპლექსური დავალებები, ჩატარდა
სხვადასხვა ღონისძიება: მე-8-მე-9 კლასებში „27 სექტემბერია, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“, მეორე
კლასში „იაკობობა“, მერვე კლასში ,,შეხვედრა თანატოლებთან“( მალალა ჰანთის ნაწარმოების
,,თევზი ხეზე“ ერთობლივი განხილვა), შეხვედრა ლიტერატურის მუზეუმის
თანამშრომელთან, ია ღადუასთან, რომელმაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის წარმოადგინა პრეზენტაცია აკაკი
წერელთლის ბიოგრაფიისა მუზეუმის მიერ
მომზადებული პოსტერების მიხედვით.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მ.
არონიამ, რომლმაც აღნიშნა მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება სხვადასხვა პროექტებისადმი.
დადებითად შეაფასა მთლიანად პირველ სემესტრში კათედრის მიერ გაწეული მუშაობა.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 6
წინააღმდეგი -
0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული პირველი სემესტრის
შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
საკითხი N2. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე -
ნ. გაბულდანი
მოისმინეს:
ქალბატონმა ნ.
გაბულდანმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო
გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში
წარმოდგენილი უნდა
იყოს: სტანდარტის
ის შედეგი/შედეგები,
რომლის შეფასებასაც
ემსახურებოდა კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება;
კრიტერიუმები, რომლითაც
შეფასდა შესრულებული
დავალებები; მოსწავლეების
მიერ შესრულებული
და მასწავლებლის
მიერ შეფასებული
ნამუშევარის რამდენიმე
ნიმუში ან
შესრულებული დავალების
ამსახველი ვიზუალური
მასალა; თითოეული
კლასის მოსწავლეთა
მიერ მიღებული
ქულები. უცხოური ენების კათედრაზე
გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. მასწავლებლებმა
გამოიყენეს განსხვავებული
ტიპის შემაჯამებელი დავალებები: პროექტები, საუბარი კონკრეტულ
თემაზე, თხზულება, იმეილი და ა.შ. თითოეულმა მასწავლებელმა
კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების
ანალიზი.
განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა
კლასში ხშირია შემაჯამებელ დავალებებში დაბალი
შედეგების მიღება, რაც საკმაოდ
დიდი პრობლემაა და აუცილებელია ამ კუთხით მუშაობა.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება
მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და ინტენსიურად შეაგროვონ მოსწავლეებზე ინფორმაცია
შეფასების სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომი
შეაგროვოს საქაღალდეში და გააკეთოს კომენტარები და შენიშვნები მოსწავლის
შეფასებებზე, ასახოს როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა
მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის
შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელოს
მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, ,,სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (მოხსენება, რეფერატი,
პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვ.)“ აღნიშნულიდან გამომდინარე კათედრა, საკმაოდ
ნაყოფიერად იყენებს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელ დავალებებს ტესტურ დავალებებთან
ერთად.
ასევე,
მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის
მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა
გამოიყენონ ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს
სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან
შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის
საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება
დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს
მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა
გზები/აქტივობები.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვეს: ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნ.
გულუამ აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს
გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო
უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და
ა.შ 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად
გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ
მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში მუშაობისას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 6
წინააღმდეგი -
0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად
იქნას მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 13.00სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნ. გაბულდანი
მდივანი:
ი. ქარდავა
სსიპ
თ. ფიფიას სახელობის ქ. ჯვარის #2 საჯარო სკოლა
ქართული
ენისა და ლიტერატურის კათედრის 2023-2024
სასწავლო წლის პირველი
სემესტრის მუშაობის
ანგარიში
კათედრის
ხელმძღვანელი: ნ.
გაბულდანი
2024. 18. 01
კათედრის წევრთა თანამშრომლობით
განხორციელდა არაერთი ღონისძიება:
1.
შეირჩა
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები;
2.
განაწილდა
საათები;
3.
მასწავლებლებმა
წარმოადგინეს წლიური საგნობრივი კურიკულუმები, რომელთა შედგენის დროსაც ერთმანეთს
უზიარებდნენ გამოცდილებებს;
4.
დაწყებით
საფეხურის ( პირველ, მეორე კლასელები)მოსწავლეები ჩაერთნენ დადიანების მუზეუმის
მიერ შემოთავაზებულ აქტივობაში;
5.
ლიტერატურულ კლუბ
,,ატიკუსის“ ინიციატივით მოწვეული გვყავდა ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი ია
ღადუა, რომელმაც ინსტიტუტუს მიერ მომზადებული პოსტერების გამოყენებით მასწავლებლებსა
და მეხუთე კლასელ მოსწავლეებს გააცნო აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები;
6.
ლიტ. კლუბ
,,ატიკუსის“ ორგანიზებით განხორციელდა პროექტი ,,შეხვედრა თანატოლებთან“. მოეწყო მე-8 კლასელ მოსწავლეთა შეხვედრა თბილისის ევროპული სკოლის მერვეკლასელებთან.
განიხილეს ლინდა მამალი ჰანთის წიგნი ,,თევხი ხეზე“. ესთეტიკის კათედრასთან
თანამშრომლობით მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი აღნიშნული წიგნის ეპიზოდების მიხედვით;
7.
27 სექტემბერს განხორციელდა პროექტი ,,27 სექტემბერია, ჩვენ
გვახსოვს აფხაზეთი“ . თიმსის პლატფორმის გამოყენებით მე-12 კლასის მოსწავლეები
დაუკავშირდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ეცერის საჯარო სკოლას. მოსწავლეებმა
ერთმანეთს გააცნეს აფხაზეთის ომის გმირები ზურა გურჩიანი, მიმოზა ქებურია და ჯემალ გაბულდანი;
8.
ისტორიის
კათედრასთან თანამშრომლობით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მე-11 კლასში. თემა
,,გრიგოლ ხანძთელის გავლილი გზა“;
9.
მე-11 კლასში
გაიმართა დისკუსია ,,რას ფიქრობთ განათლებაზე?“;
10.
განხორციელდა
პროექტი ,,ზაფხული 2023“ (მე-7კლ.);
11.
მე-11 კლასში
მომზადდა ვიდეორგოლები სხვადასხვა თემაზე;
12.
კათედრამ
შეიმუშავა შეფასების კრიტერიუმები შემეჯამებელი სამუშაოებისთვის საბაზო და საშუალო
საფეხურზე. მეთორმეტე კლასელთა ნამუშევრები შეფასდა ეროვნული გამოცდების შეფასების
კრიტერიუმის მიხედვით ათბალიან სისტემაზე გადაყვანით. ასევე - განმავითარებელი
შეფასების კრიტერიუმები დაწყებით და საბაზო საფეხურზე;
13.
საშუალო საფეხურის
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ ოლომპიადაში. ერთი მოსწავლე გადავიდა
მეორე ტურზე;
14.
სხვადასხვა საგნის
კათედრებთან თანამშრომლობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“;
15.
კათედრაზე
დაიგეგმა მეორე სემესტრში განსახორციელებელი კომპლექსური დავალებები;
16.
განხორციელდა
სასკოლოთაშორისო პროექტი ,,მეგრული ფოლკლორი და კულინარია“, ანგარიში პრეზენტაციის
სახით წარედგინა კათედრას. დაიგეგმა პროექტის მეორე ეტაპი ,,სვანური ფოლკლორი და
კულინარია“.