ექიმმა პედიატრმა პაულ ვინჩესტერმა, როდესაც 2002 წელს კოლორადოდან ინდიანაში გადავიდა, შემაშფოთებელი რამ აღმოაჩინა, ეს იყო ახალშობილებში დიდი რაოდენობით თანდაყოლილ დეფექტი...
„მე ხშირად ვხედავდი ახალშობილებში სხვადასხვა თანდაყოლილ დეფექტს კოლორადოს თემის საავადმყოფოში. უფრო მეტი აღმოჩნდა ინდიანაში“ , - თქვა ვინჩესტერმა, რომელიც გახლდათ წმინდა ფრანცისის საავადმყოფოს ნეონატალური და ინტენსიური ზრუნვის განყოფილების დირექტორი ინდიანაპოლისში.
ვინჩესტერმა გადაწყვიტა, თანდაყოლილი დეფექტების მიზეზი გამოეკვლია. მისი კვლევა მთლიანად კონცენტრირებული იყო ჰერბიციდ ატრაზინზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი აღმოჩენდა სასმელ წყალში.
ვინჩესტერმა და სხვა მკვლევრებმა, მათ შორის მაიკლ სკინერმა (იგი იყო ბიოლოგიის პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტის რეპროდუქციული ბიოლოგიის ცენტრში), ჩაატარეს კვლევა იმის გასარკვევად, იყო თუ არა კავშირი აზატრინს, წყალსა და თანდაყოლილ დეფექტებს შორის.
კვლევამ აჩვენა, რომ ატრაზინი არის ენდოკრინული სისტემის გამანადგურებელი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ჰორმონალური სისტემა. ატრაზინი აკრძალული იყო ევროკავშირის მიერ, რადგან ის მიწისქვეშა წყლის დაზიანებას იწვევდა.
ვინჩესტერმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ ატრაზინის კონცენტრაცია სასმელ წყალში მაისსა და ივნისში იყო ყველაზე დიდი რაოდენობით. ეს
ის დრო იყო, როდესაც ფერმერები წამლავდნენ თავიანთ მინდვრებს ჰერბიციდით. მათ ასევე დაადგინეს, რომ თანდაყოლილი დეფექტების რიცხვი პიკს აღწევდა ამავე თვეებში, რაც მჭიდრო კორელაციაზე მიუთითებდა. „ჩვენ განვიხილეთ წყლის კონცენტრაცია და ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტები და ვნახეთ, რომ კავშირი აშკარა იყო“ , - ამბობს ვინჩესტერი კვლევაში, რომელიც დააფინანსა ვერბერის ფონდმა. იგი გამოქვეყნდა 2017
წელს Plos
One-ზე.
„ ეპიგენეტიკური ცვლილებები მომავალ თაობებში შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი გახლდათ ის, რომ ატრაზინს აქვს ეპიგენეტიკური ეფექტები. ეპიგენეტიკა არის თეორია, რომელიც წარმოაჩენს, როგორ აზიანებს პესტიციდები არამარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ - მის შთამომავლობასაც. ეპიგენეტიკის თანახმად, ადამიანის დნმ არის ცვალებადი. იგი შეიძლება შეიცვალოს სწორედ აღნიშნული ფაქტორების ჩარევით.
ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შეუძლია, კვალი დატოვოს ემბრიონის დნმ-ზე დედის ფეხმძიმობის პერიოდში. ვინჩესტერის თქმით, თუ ეს კვალი დაფიქსირდა, აუცილებლად იმოქმედებს მემკვიდრეობაზე.
,,ეპიგენეტიკა ახალი კონცეფციაა, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. რთულია ამ უმნიშნელოვანესი კონცეფციის მიხედვით საზოგადოების განსწავლა და როცა ვამბობ საზოგადოებას, ამაში ჩემი კლინიკის კოლეგებსაც ვგულისხმობ“, - აღნიშნა ვინჩესტერმა.
ატრაზინის გამოკვლევისთვის ვინჩესტერის გუნდმა გამოიყენა სკინერის მოწინავე ტექნოლოგია, რათა გამოეკვლია ეპიგენეტიკური ცვლილებები რამდენიმე თაობის ვირთხებში, რომელთა დედების ორგანიზმშიც ნაპოვნი იყო ატრაზინის კვალი.
არსებობს მოსაზრება, რომ დაავადებების ნაკლები რაოდენობა გამოჩნდება შემდეგ თაობებში, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. პათოლოგიებმა იმატება ვირთხების შემდეგ თაობებში. პირველი თაობის ვირთხები, რომელთა დედების ორგანიზმი ატრაზინს შეიცავდა, იწონიდნენ ჩვეულებრივზე ნაკლებს. მეორე თაობის ვირთხები - კიდევ უფრო ნაკლებს, ამავე დროს აღენიშნებოდათ საკვერცხეების დაავადაბები და ძუძუს კიბო. ვირთხების მესამე თაობაში კი მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა, - აღნიშნა ვინჩესტერმა.
ჩვენ ველოდით ვირთხების მესამე თაობას, რომელზეც პირდაპირ არ უმოქმედია ატრაზინს, რომ გაგვევგო, ეპიგენეტიკური ეფექტები მემკვიდრეობით გადავიდა თუ არა, რადგან არ არსებობდა მექანიზმი, ზემოქმედება, ტოქსიკურობა, რომლითაც ავხსნიდით დაავადებათა სიხშირეს მესამე თაობაში. ჩვენ დავადგინეთ, რომ მესამე თაობის 50%-ს აღენიშნებოდა უამრავი დაავადება: ემოციური და ფიზიკური პრობლემები, ჰიპერაქტიურობა, არაჯანსაღი სპერმა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.
ადრინდელ კვლევებში სკინერმა დაადგინა, რომ ვირთხებში ფუნგიციდ ვინკლოზილინიც იწვევდა თანდაყოლილ დაავადებებს. მან სულ 20 ქიმიკატი დატესტა და დაადგინა, რომ ყველა იძლეოდა ეპიგენეტიკურ ეფექტს. ვინჩესტერმა აღნიშნა:
”ჩემთვის ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ თითქმის ყველა დატესტილემა ქიმიურმა ნივთიერებამ, მათ შორის ატრაზინმაც, შეამცირა ნაყოფიერება შთამომავლობის მესამე თაობაში.”
ვინჩესტერმა კავშირს პესტიციდებსა და ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შორის, რომელთაც დაავადებებამდე მივყავართ, უწოდა ,,ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მსოფლიო მედიცინაში“. მან ასევე აღნიშნა: რისი გაგებაც ჩვენ შეგვიძლია გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად უფროსების ყველა დაავადება, რომლებიც არსებობს, დაკავშირებულა ეპიგენეტიკურ წარმომავლობასთან.
მეტი გამოკვლევა უნდა გაკეთდეს ეპიგენეტიკურ ეფექტებსა და დაავადებებს შორის კავშირზე, მაგრამ, ვინჩესტერის თქმით, შეზღუდულია დაფინანსება ასეთი კვლევისთვის.
ძალიან მნიშნელოვანია იმის გაგება, საიდან იღებს სათავეს დაავადება. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელია საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება. მედიცინაში არ შეიძლება ნებისმიერს მივცეთ ნარკოტიკი. ამისთვის ადამიანმა უამრავი კვლევა უნდა ჩაიტაროს. ქიმიურ ნივთიერებებს კი მსგავსი არაფერი არ ჩატარებია. ჩვენ შევისწავლეთ უკანასკნელი 70 წლის კვლევები და მათ შორის არ აღმოჩნდა არცერთი მრავალ თაობაზე ორიენტირებული.
ვინჩესტერის თანაავტორობით განხორციელდა კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ “Environmental Health-ში”. კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალურ ინდიანაში ორსულ ქალთა 93%-ის შარდი ჰერბიციდ გლიფოსატს შეიცავდა. გამოვლენილი გლიფოსატის დონეები იწვევდა მოკლე ორსულობას. კვლევა ისევ და ისევ შემაშფოთებელია, შესაძლო ეპიგენეტიკური ეფექტების გამო, რომლებიც შეიძლება გადაეცეს მომავალ თაობებს.
„ჩვენ აშშ-ში პირველი მკვლევარები ვართ, რომლებმაც ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ თუ კი ნაყოფში აღმოჩნდება გლიფოსატის ანაბეჭდები, პრაქტიკულად დედაც მისი მატარებელია“, - თქვა ვინჩესტერმა.
ვინჩესტერმა და მისმა გუნდმა ყურადღება გაამახვილეს ატრაზინსა და გლიფოსატზე, რადგან აშშ-ში ყველაზე ხშირად იყენებდნენ ამ პესტიციდებს: „ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც აღნიშნული პესტიციდები იქნა შერჩეული. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ხშირად გვხვდება ისინი ორსულ ქალებში და გაოგნებულები დავრჩით“.
ვინჩესტერის გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გლიფოსატის შესახებ კვლევამ რეაქცია არ გამოიწვია..
გლიფოსატი შეიმჩნევა ყველა ორსულ ქალბატონში აშშ-ში გარდა 7%- ისა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა სიახლე, თუმცა ბიზნესს მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. ერთადერთი რამ, რასაც კომპანიები ამტკიცებენ არის ის, რომ პესტიციდი არ გკლავს შენ, თუნდაც მიიღო გადაჭარბებული დოზით.
ვინჩესტერი ხედავს კატასტროფულ შედეგს, რომელიც გამოწვეულია პესტიციდების მიერ ეპიგენეტიკური დაზიანებით:
„ ყველა ქიმიკატი, რომელიც დატესტილია ამ დრომდე, აჩვენებს, რომ ის იწვევს უნაყოფობას. ჩვენ ვართ ყველაზე დაბალ დონეზე სამრეწველო ქვეყნებიდან. პესტიციდებმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახეობის ორგანიზმის გაქრობა“.
ვინჩესტერი ადანაშაულებს აშშ-ს გარემოსდაცვით სააგენტოს, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ეპიგენეტიკის ანუ თაობების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემას და არ რეაგირებს ქიმიკატების მწარმოებელი ისეთი კომპანიის წინააღმდეგ, როგორიცაა „მონსანტო“.
კომპანიას შეუძლია გაყიდოს ყველა ნივთიერება, მაგრამ თუ ის ჩემს ორგანიზმში აღწევს, უნდა გადაიხადოს ამისთვის. მინდა ვიცოდე, ცვლის თუ არა ჩანასახის დნმ-ს ქიმიკატები. მე მაქვს უფლება ამ კითხვაზე პასუხი გამცენ. 75 წლით მოცდა მოგვიწევს, რომ გავარკვიოთ ჩვენი შვილიშვილები დაავადდებიან თუ არა? ჩემი აზრით, ვინმეს მოუწევს გადაიხადოს. უმჯობესია ამისთვის შეიქმნას ფონდი და ვინმე დაისაჯოს. მე არ ვფიქრობ, რომ EPA და „მონსანტო“ თავისით წავლენ.
ვინჩესტერს მოჰყავს უძველესი გამონათქვამი თანამედროვე კრიზისთან დაკავშირებით: „ ბიბლიაში ნათქვამია, რომ მამის ცოდვები წამოეწვევა შთამომავლობას. როგორც ჩანს. ეს სიმართლეა...“
https://www.ecowatch.com/generational-harm-of-pesticides...